ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა. დაშავებულია 15 ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული დამატებითი კვლევებისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.