8 სექტემბრის მდგომარეობით, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 71 პაციენტი მკურნალობს.
ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით დღის ბოლომდე სტაციონარიდან 4 პაციენტის გაწერა იგეგმება.
ამ დროისთვის კლინიკაში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან მოთავსებული.