16:57
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
კავშირი სიმსუქნესა და ბრონქულ ასთმას შორის - რა შედეგები აჩვენა 500 ათასი ბავშვის სამედიცინო მონაცემების ანალიზმა?
08-01-2019

ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია გაცხიმოვნება.ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ბავშვებთან ბრონქული ასთმის შემთხვევათა სულ მცირე 10 %-ის არიდება შეიძლება სიმსუქნის პრობლემის გადაჭრით. ეს განცხადება ეყრდნობა კვლევას, რომელიც მოიცავს 2-დან 17 წლამდე ასაკის 500 ათასი ბავშვის სამედიცინო მონაცემების ანალიზს.

ექსპერტებმა შეადარეს ასთმის გავრცელების დონე და თავისებურებანი როგორც გაცხიმოვნების მქონე პაციენტებთან, ასევე ნორმალური წონის ბავშვებთან. გაირკვა, რომ ბრონქული ასთმა გაცილებით ხშირად გვხვდება პირველ ჯგუფში და შემთხვევათა 23-27% პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან.

გარდა ამისა, მეცნიერთა ანალიზით, გაცხიმოვნება საზოგადოდ ამძიმებს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებებს. "ასთმა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პედიატრიული პრობლემაა. სიმსუქნის გამომწვევ ფაქტორთა აღმოფხვრა ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საქმეში პრიორიტეტული უნდა გახდეს!", - მიუთითებენ კვლევის ამერიკელი ავტორები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები