"კავკაზუს ნორმანდიას" ფარგლებში დაკავებულთა შორის კანონოერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი იგივე "ლაშა რუსთავსკია" - Palitra News

"კავკაზუს ნორმანდიას" ფარგლებში დაკავებულთა შორის კანონოერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი იგივე "ლაშა რუსთავსკია"

2018-04-18 13:46:10+04:00

სალონიკში ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დააკავეს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია Caucase Normandie-ის ფარგლებში დაკავებულთა შორის ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილია.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. კერძოდ, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დააკავეს ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“, ხოლო ათენში - ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“. გარდა ამისა, საფრანგეთის ქალაქ მონტობანში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“.