კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კვლავ დააჯარიმა და 270 ათასი ლარი დააკისრა. საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა, კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, „კავკასუს ონლაინი“ უკვე მეოთხედ დაჯარიმდა.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 1-ელ მაისამდე აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებს, შესაძლოა, დღის წესრიგში კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.