კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. ფულადი სანქციის მიზეზი კავკასუს ონლაინის მიერ მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაა. კომისია კომპანიას საკუთარი წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას სთხოვს, ხოლო კავკასუს ონლაინი ამ ვალდებულებას არ ასრულებს.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კავკასუს ონლაინს თავისი წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომისია კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს
შეგახენებთ, რომ მარეგულირებელმა კავკასუს ონლაინი 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე სულ 5-ჯერ დააჯარიმა. ჯარიმების მთლიანმა მოცულობამ 930 ათასი ლარი შეადგინა.