„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად „კავკასუს ონლაინი“ ავრცელებს.
კომპანიაში საკანონმდებლო ცვლიებებს „ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნეს და დამაზიანებელს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილება ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
ში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს.