ტელეკომპანია "კავკასიის" შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრები, ასევე პოლიტიკოსები ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ტელეკომპანიასთან მივიდნენ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, "ნაციონალუირი მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, ვინაიდან ხელისუფლებამ ინკასო იმ ტელეკომპანიებს დაადო, რომლებიც კრიტიკულები არიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილმა ყველა იმ მედიასაშუალების დახურვა გადაწყვიტა, რომელიც მისთვის მიუღებელია. ცნობისთვის, ტელეკომპანიების: "რუსთავი 2", "ტვ პირველი" და "კავკასია" საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.