პსჟ-ის თავდამსხმელ ედინსონ კავანის "ატლეტიკოში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია. გავრცელებული ინფორმაციით ურუგვაელს "ატლეტიკო" სამსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 12 მილიონ ევროს დაუნიშნავს. კავანის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.