"თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას გამოვკვებოთ ყველა, ამიტომ მომავლის მთავარ საფრთხედ გვესახება არა შიმშილი, არამედ სურსათის ხარისხი" - აცხადებს გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის განყოფილების წარმომადგენელი, ევგენია სეროვა.
მისი თქმით, სურსათი ნამდვილად საკმარისია, ოღონდ ამ ეტაპზე ის არ არის იქ, სადაც უნდა იყოს, ან ადამიანებს არ შეუძლიათ მისი შეძენა იმის გამო, რომ ფული არ აქვთ. მისივე განცხადებით, მსოფლიოში უახლოეს მომავალში ანტიბიოტიკები დაკარგავენ შესაძლებლობებს დაგვიცვან დაავადებებისგან, ხოლო საკვების წარმოება მოხდება ნავთობპროდუქტების გადამუშავებული ნარჩენების საფუძველზე, ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტების წარმოების გლობალურ ზრდასთან ერთად, იზრდება მისი უსაფრთხოების რისკები და ეს საკმაოდ ახალი და რთული პრობლემაა.არსებული მიდგომით სულ მალე საკვების წარმოებისთვის ჩვენ დაგვჭირდება 50%-ით მეტი მიწა, წყალი და სხვა რესურსი, მაგრამ თუ ადამიანები შეამცირებენ დანაკარგებს, წარმოების გაზრდის საჭიროება შემცირდება მხოლოდ 28%-მდე. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების მასობრივი ამაღლება.