ძვლების სიმყიფეს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: საკვებ რაციონში რძის პროდუქტების სიმცირე ან მათი ცუდად შეთვისება, მზის სინათლის ნაკლებობა, არანორმირებული ფიზიკური დატვირთვა, ასაკობრივი ცვლილებები. ყველაფერი ეს ორგანიზმში იწვევს იმ სამი მთავარი ნივთიერების დეფიციტს, რომლებზეც დამოკიდებულია ძვლების ჯანმრთელობა. ეს ნივთიერებებია: • კალციუმი – მინერალი, რომელიც ძვლებს სიმტკიცეს ანიჭებს; • მაგნიუმი _ ეხმარება კალციუმის შეთვისებას და ოგანიზმის ქსოვილებში მის შენარჩუნებას. სწორედ მაგნიუმი იცავს ასაკოვნებს კალციუმის გამორეცხვისა და ოსტეოპოროზის განვითარებისაგან; • ვიტამინი D - აუცილებელია ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების რეგენერაციისთვის. მისი დეფიციტი ასევე იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. ამ დროს ძვლოვანი ქსოვილი კარგავს სიმტკიცეს, მეჩხერდება და მყიფე ხდება. შედეგად იზრდება მოტეხილობების რისკი.