ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს.დაკავებული მორაგბე პირველად, "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს საქმის გარშემო და აცხადებს, რომ ის ხიდის ქვეშ არ იმყოფებოდა და გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია.
სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში არჩილ გაგნიძე საზოგადოებას მიმართავს და პირდება, რომ ის ამ საქმეში მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
მორაგბის თქმითვე, ის გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და არანაირი სახის ინფორმაცია არ დაუმალავს.
„კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას“- აცხადებს და კავებული და დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.