სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს. მათივე ცნობით, 2021 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი ათას 77 ლარითა და 80 თეთრით, ხოლო კაცების - ათას 560 ლარით განისაზღვრა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის მე-2 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214 ლარით გაიზარდა და ათას 389 ლარი და 60 თეთრი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგებში ფიქსირდება.
2021 წლის მე-2 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა და ათას 226 ლარი და 60 თეთრი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.