ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი სოფელ ჩორჩანასთან არსებული ვითარება იყო. ქართულმა მხარემ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საგუშაგოების მოწყობა დააყენა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. მისი განცხადებით, პოზიციები, მხარეებს შორის,კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული.
ანთაძემ განაცხადა, რომ პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული, შესაბამისად, კონსენსუსი ჩორჩანასთან დაკავშირებით მიღწეული არ არის.