"კატეგირიულად გამორიცხეთ კორუფციის არსებობა თავდაცვის სამინისტროში"- ამის შესახებ ჟურნალისტევს, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განუცხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბრალდებები რომელიც ბოლო დროს პოლიტიკოსთა ნაწილისგან ჟღერდება აბსურდულია და არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. მინისტრი დაინტერესებულ მხარეებს, ყცწლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას სთავაზობს, რონელიც არ შეიცავს სახწლმწიფო საიდუმლოებას და რომელიც მისი თქმით, გააბათილებს კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა ეჭვსა და ბრალდებას. მინისტრმა იზორიამ ამ კონტექსტში საუბრისას, დეპუტატებს საყვედური გამოუცხადა და აღნიშნა, რომ კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მოთხოვნით, ბოლო ორ წელიწად ნახევარია უწყებისთვის არცერთ კანონმდებელს არ მიუმართავს.