იაპონიის სოფიას უნივერსიტეტის ექიმის აცუკო საიტოს კვლევების თანახმად, კატებს უნარი აქვთ, თავიანთი სახელი დაიმახსოვრონ. კატებს შეუძლიათ ჯაჭვურად გადაბმული სიტყვებიდან თავისი სახელი გამოარჩიონ."კატის პატრონების უმეტესობამ იცის, რომ თავიანთ ბინადრები ხვდებიან, როდესაც სახელით მიმართავენ", - ამბობს საიტო. თუმცა, მისი თქმით, ამის დასამტკიცებლად საკმარისი სამეცნიერო კვლევითი მონაცემები ამ დრომდე არ არსებობდა.ეს უნარი, ამ დრომდე, კვლევების შედეგად გამოვლენილი იყო სხვა ცხოველებში. მაგალითად, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თავიანთი სახელის დამახსოვრება და სხვა სიტყვებისგან გამორჩევა ძაღლებს, დელფინებსა და თუთიყუშებს შეეძლოთ. ახლა კი ამ ცხოველების რიგს კატებიც შეუერთდნენ.