11:48
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"კატასტროფულად არის გაზრდილი თვენახევარში" - ოქრო 16 ლარით გაძვირდა და ფასის კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ
15-08-2019

მსოფლიოს ანალოგიურად, ოქრო საქართველოშიც ძვირდება.  ადგილობრივი ფინანსური საინფორმაციო პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 16 ლარით მოიმატა. კერძოდ, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.6 ლარია, მაშინ როცა გასული წლის ივნისის მდგომარეობით, 99 ლარი ღირდა.

ოქროს ფასის მატებაზე საუბრობენ „ოქროს ბირჟაზეც“ . მათი თქმით 1 გრამი ოქროს ღირებულება 83 ლარია, როცა ერთი თვის წინ მისი ფასი 60-65 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მათივე თქმით,ოქროს ფასის მატებასთან ერთად  შემცირებულია ოქროზე მოთხოვნაც.

ოქროსა და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებლების ნაწილი საქართველოში ოქროს ფასის მატებას ამერიკის შეერტებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომსა და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლებას უკავშირებს. ექსპერტები ოქროზე ფასის მატების მიზეზად ასევე ლარის მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ.  

ცნობისათვის, ოქროს ფასი გაზრდილია მსოფლიოს საფონდო ბირჟებზეც.   Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს ფასმა 0,65%-ით მოიმატა და 1 უნციაზე 1,527 დოლარს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ამ ნიშნულზე ოქროს ფასი 2013 წელს დაფიქსირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები