კატალონიის სამხრეთ ნაწილში ძლიერ წყალდიდობას ერთი ადამიანი შეეწირა, ოთხი კი დაკარგულია. ამის შესახებ კატალონიის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ქიმ ტორას თქმით, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და ავტომობილები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი რაოდენობის ნალექი კატალონიაში მათ არ ახსოვთ.
ამჟამად სტიქიის ზონაში აღარ წვიმს, მაშველები და ადგილობრივები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. გარდა ამისა, არ წყდება დაკარგული ადამიანების ძებნა.