კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ სარდინიაში დააკავა. ესპანეთი პუჩდემონს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში ადანაშაულებს და 2019 წელს მისი დაკავების ევროპული ორდერი გასცა. ევროპარლამენტმა 2021 წლის მარტში კარლეს პუჩდემონს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. კატალონიის ყოფილი ლიდერი რამდენიმე წელია, ბელგიაში ცხოვრობს. სარდინიაში ის საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად და რეგიონალურ ხელმძღვანელსა და ომბუდსმენთან შესახვედრად ჩავიდა. ესპანეთი კარლეს პუჩდემონის ექსტრადიციას ითხოვს.