კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და შეტაკებები მესამე დღეა გრძელდება. ათასობით ადამიანი ცხრა კატალონიელი სეპარატისტი ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა. მათ მთავარი ქუჩების ბლოკირება მოახდინეს. ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. იყო შეტაკებები პოლიციასთან.
კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელი მოსახლეობას არეულობის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ჩევნ არ დავუშვებთ ისეთ შემთხვევებს რასაც ახლა ქუჩაში ვხედავთ, ეს უნდა შეწყდეს ახლავე. ვანდალიზმს გამართლება არ აქვს", - განაცხადა ქიმ ტორამ, რომელიც კატალონიის მთავრობას სათავეში უდგას.
შეგახსენებთ, კატალონიელი მოსახლეობის დიდ ნაწილს რეგიონის დამოუკიდებლობა სურს.