შერლოკ ჰოლმსს, ჟიულ მეგრეს და ერკულ პუაროს ყველა კარგად იცნობს, ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ ოგიუსტ დიუპენი და მისს მარპლი, 1920-იანი წლების დეტექტივების გმირი ნატ პინკერტონი კი, თითქმის აღარავის ახსოვს. თუმცა, დანარჩენი ლიტერატურული პერსონაჟებისგან განსხვავებით, სწორედ მისი პროტოტიპი გახდა რეალური ადამიანი - ალან პინკერტონი, რომელმაც შეერთებული შტატების სამძებრო საქმეს ჩაუყარა საფუძველი.