კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა. „როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მეორედ უკვე საკუთარი მიმართულებით გაისროლა და თავი მოიკლა“, - აცხადებენ მეზობლები.მომხდარზე შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლოს კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.