100-წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიური აგურის ქარხნის მშენებლობას იწყებს. აგურის ქარხანა მომავალი წლის შემოდგომაზე ამოქმედდება. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი დოლარია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმით ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების წარმოებას გულისხმობს.