საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, რომელიც საზღვარგარეთ ქართველების საბანკო ოპერაციებისა და გადახდების მიხედვით დაჯამდა, მაისში ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 43 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს მაჩვენებელი 49%-ით მეტია 2016 წლის მაისთან შედარებით.
საქართველოდან ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ზონა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანიაა.