ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სლოვაკეთში გამართულ კანოეთი შეჯიბრში დიდ წარმატებას მიაღწია. 15 წლის სპორტსმენმა სამ დისტანციაზე, 200-500 და 1000 მეტრზე იასპარეზა და სამივეში ოქროს მედალი აიღო. აქამდე, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ ჰქონდა მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია. აღსანიშნავია, რომ ალექსს არ აქვს საკუთარი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი და ნაქირავები ნავით ასპარეზობს.