ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს. თბილისის, ფოთის, გურჯაანისა და თელავის საჯარო სკოლებში შეგროვებული წერილები ბავშვებმა ჯარისკაცებს ავღანეთში გაუგზავნეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.