მოლდოვის ქალაქ ჩისინაუში მკლავჭიდის მსოფლიო ელიტური ფედერაციის ტურნირი გაიმართა, სადაც მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ქართველმა რევაზ ლუთიძემ დაიკავა. ტურნირში მონაწილეობას 16 სპორტსმენი იღებდა, საქართველოს კი ერთადერთი მონაწილე წარმოადგენდა, შეჯიბრება ჩატარდა როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით მკლავჭიდში. ქართველი მკლავჭიდელი მარჯვენა ხელის ტურნირის ფინალში უკრაინელ პეტრო მარარინტთან დამარცხდა, მანამდე კი რუსი სერგეი პატრიკეევი და მოლდოველი საბინ ბადულეკუ დაამარცხა. რევაზ ლუთიძე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, იგი ამავდროულად საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.