პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების მიერ გაყიდულმა პროდუქციამ 2 მილიონ 149 ათას 653 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2019 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 18 ქართველი დიზაინერი, პარიზში გამართული მოდის კვირეულში მონაწილეობდა. დიზაინერებს საკუთარი პროდუქცია კვირეულის ფარგლებში გამართულ საგამოფენო სივრცეებში (შოურუმებში) ჰქონდათ წარმოდგენილი.
სააგენტოს ხელშეწყობით გამართული ანალოგიური ღონისძიებების შედეგად გაფორმებული კონტრაქტების კუთხით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.