საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა კალათბურთელებმა B ჯგუფში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ უკრაინას 85:73 სძლიეს და დასკვნითი ტურის წინ მე-2 ადგილზე დამკვიდრდნენ, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.გასულ შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა რატი ანდრონიკაშვილი ლიდერობით 27:17 მოიგო. გამთამაშებელმა ჯამში 24 ქულა 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.შედეგად, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა ოთხ ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმეს და ჯგუფში მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩებიან, რომელსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს.