ქართველი სტუდენტების 80% ფიქრობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებისთვის კარგად არიან მომზადებული. ამის შესახებ ინფორმაციას, კვლევითი ორგანიზაცია IPM-ი (აიფიემი) ავრცელებს. საქართველოს სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვისაც ძალიან კარგად მომზადებული იქნებიან. კერძოდ, ამ მოსაზრებას სტუდენტთა ნახევარი - 51% იზიარებს.