ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძართან მისვლააშესაძლებელი.
რაც შეეხება დანარჩენ ტაძრებს - ჩიჩხიტურს და უდაბნოს მონასტრებს, ამ დროისთვის იქ მისვლა, როგორც სასულიერო პირების, ისე მომლოცველებისთვის კვლავ აკრძალულია.
როგორც პალიტრანიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს ნებადართულ ტერიტორიაზე ასვლის სურვილი მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა, მამა პავლემ გამოთქვა. ამასთან, სასულიერო პირები ხაზს უსვამენ, რომ ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს და მთავარი ტერიტორიაზე მხოლოდ მათი შესვლა კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა მომლოცველებსაც მიეცეთ.
შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.