მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ფინალში სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) ბელარუსი იური რიბაკსი 8:0 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა.ბერძენიშვილმა ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით სერბ ვლადიმირ გაიჩს სძლია. უკანასკნელ სათამაშო დღეს სამბისტთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აგრეთვე ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) ავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), გეგა ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.