ქართველი მორაგბეები, რომლებსაც თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში, მოსკოვის "სლავას" სარაგბო კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა, კვლავ კლუბში რჩებიან. ამის შესახებ ერთ-ერთი მორაგბე რეზი ბროძელი სოციალურ ქსელში წერს. ბროძელის განცხადებით ყველაფერი გაირკვა და დალაგდა.. მისივე თქმით კლუბ „სლავას“ მისი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა. რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან მას შემდეგ გაუშვა, რაც მათ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს.