თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ერთ-ერთი მედიასაშუალებს ეთერში გასული ინფორმაცია ქვეყნის, განსაკუთრებით კი თავდაცვის უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხის შემცირებას ისახავს მიზნად. იზორიას ინფორმაციით ფაქტს უარყოფენ აშშ-ს საელჩოშიც.