საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია.ტურნირის ბოლო მატჩში ქართველი ჰოკეისტები ტაიპეის დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 11:2 გაანადგურეს. მოპოვებული გამარჯვების შედეგად ქართველი ჰოკეისტები მომავალ წელს II დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებენ.ტურნირის წინა შეხვედრებში საქართველომ თურქეთი 6:2, ბულგარეთი 5:3, ჰონგ-კონგი 11:1 დაამარცხა და მხოლოდ მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან დათმო დაპირისპირება 4:2.