აკი ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ლევან გორგაძე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა და იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 1:2-ზე გახდა. ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე კომუსუბი აბი იქნება, ვისთანაც 3:2-ზე აქვს ბალანსი.