21 წლის ნათია თოდუას გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული "ახალი ხმა"... როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო