2019 წლიდან საქართველოში ახალ პროექტი - "აიღე მოსავალი" დაიწყება. აღნიშნული ინიციატივა სასოფლო-სამეუნეო ტექნიკის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენას ითვალისწინებს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გრანტის ფარგლებში ტექნიკის ღირებულებების 50% დაიფარება, რაც არაუმეტეს 150 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ როგორც ინდივიდუალური მეწარმეები, ისე იურიდიული კომერციული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საქმიანობაში სახელმწიფო წილი არ მოიაზრება.
პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ერთიანი აგროპროექტის ნაწილია. ამასთან, გამოცემა East Fruit-ის ინფორმაციით, მომავალი წლიდან გაგრძელდება „შეღავათიანი აგროკრედიტიც“, რომლის ფარგლებშიც ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას ასევე შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას.