ქართველ ფერმერებს პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიკატის, იგივე გეოგაპის აღების შესაძლებლობა ექნებათ. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკითხზე მუშაობა ფერმერთა ასოციაციამ დაიწყო. სტანდარტების დაკმაყოფილება ფერმერებისთვის ნებაყოფლობითი იქნება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, გეოგაპის მიზანი უვნებელი და მიკვლევადი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი იმ ფერმერების სერტიფიცირებაა, რომლებიც პროდუქციის მიღებასა და რეალიზაციას სტანდარტების შესაბამისად შეძლებენ. ნინო ზამბახიძის განმარტებით, სტანდარტები მცირე და საშუალო ფერმერებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.