ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაღუპული საჩინო გეგეჭკორი 70 წლის იყო.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი 6 532-ია.