ჩინეთის ქალაქ ჰუშში ძიუდოს გრან პრი დასრულდა, სადაც მონაწილეობას 6 ქართველი სპორტსმენი იღებდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე გადახალისებული შემადგელობით იყო და შედეგიც შესაბამისი გამოდგა, ჩვენი ნაკრები სამშობლოში 2 ბრინჯაოთი დაბრუნდა. საპრიზო ადგილებზე გასვლა ლევან მატიაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა შეძლეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მონაწიელეობა 43 ქვეყნის 301-მა სპორტსმენმა მიიღო.