ლონდონმა Fashion Awards-ს უმასპინძლა, სადაც წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო ქართველებმა, დემნა გვასალიამ დაიმსახურა. აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ, ალესანდრო მიკელე, გუჩის სახლიდან, დონატელა ვერსაჩე, ვერსაჩეს მოდის სახლიდან, რიკარდო ტიში, ჟივენშიდან და დემნა გვასალია ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიული დირექტორის რანგში. რაც შეეხება გურამ გვასალიას, რომელიც სცენაზე გამოჩნდა, კომპანია Vetements-ის სახელით მიიწვიეს. ის საერთაშორისო ბიზნეს ლიდერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. დემნა და გურამ გვასალიებმა ორივემ ერთად წლის საერთაშორისო Luxury Brand -ის კატეგორიაშიც გაიმარჯვეს. 2016 წლის საუკეთესო მოდელი ჯიჯი ჰადიდი გახდა, რომელსაც საპატიო პრიზი დონატელა ვერსაჩემ გადასცა. საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის ჯილდო , მოლი გოდარმა დაიმსახურა. Royal Albert Hall-ში გამართული ღონისძიება სადღესასწაულო ვახშმით დასრულდა.