ესპანეთის ლიგა ენდესას მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ტენერიფეში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" 79:78 დაამარცხა. შენგელიამ არასრულ 30 წუთში 20 ქულა 5 მოხსნა 2პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიცინეტი 20 ქულა გახლდათ. 32 წუთში 16 ქულა მოაგროვა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც ასევე 4 მოხსნა 3 პასი და 2 ბლოკი მიითვალა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი +25 გახლდათ, რაც შეხვედაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. "ბასკონიას" და "იბეროსტარს" 3-3 მოგება აქვთ - მომავალ ტურში, 3 ნოემბერს "ბასკონია" "რეალს" უმასპინძლებს, ხოლო "იბეროსტარი" გასვლაზე "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდება.