Washington Post-ის ცნობით, მარსზე, შესაძლოა, ქართული ვაზი გაშენდეს. ინიციატივა პროექტის "მეცხრე მილენიუმი" ნაწილია, რომელსაც საქართველოს კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს. ექსპერიმენტის ფარგლებში, საქართველოში, სპეციალისტები ვაზს მარსის მსგავს ნიადაგში დარგავენ. პროექტზე მომუშავე გუნდი წლის დასაწყისში აპირებს თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში შექმნას ვერტიკალური ფერმა, სადაც იატაკიდან ჭერამდე განთავსებულ სათბურში ვაზის გარდა მარწყვსაც მოიყვანენ, რომლის გადატანაც სხვა პლანეტაზე რთული არ იქნება. ერთ-ერთი ჯიში, რომელიც მარსზე გასაგზავ-ნად განიხილება, რქაწითელია. თუმცა, პროექტის მიხედვით, 2022 წლისთვის იქნება ცნობილი თუ რომელი ქართული ჯიშის ვაზი გაშენდება მარსზე.