ქართველი მოციგურავეები რიგის ვოლვო ოფენ ქაფზე დამაჯერებლად გამოვიდნენ და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ტურნირში მონაწილეობა 30 ქვეყნის 200ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ჩვენგან მონაწილეობა წყვილებში მარია კაზაკოვვამ და გიორგი რევიამ მიიღეს, ასევე ერთეულებში ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე გამოვიდნენ, ხოლო იუნიორთა სპორტულ წყვილს ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა შეადგენდნენ.