ქართველ მორაგბეს თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს - Palitra News

ქართველ მორაგბეს თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს

2019-07-03 11:00:17+04:00

ქართველი მორაგბე, რომელსაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს „რაგბი TV“-ისთან კომენტარს აკეთებს. რეზი ბროძელის თქმით ამ ჟესტით მან თავის ხალხს გამოუცხადა მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს. ბროძელმა მისთვის და საბა ილურიძისთვის კონტრაქტის შეწყვეტაზე ისაუბრა, რისი მიზეზიც ერთ-ერთ თამაშში დადებული ლელოს აღნიშვნა გახდა, ბროძელმა და ილურიძემ თვალზე ხელი აიფარეს და ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა თბილისში მიმდინარე აქციებს.