2018 წლიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ორი ახალი სპეციალისტი იმუშავებს. რაგბის კავშირმა კონტრაქტი უელსელ ფიზიკური მომზადების სპეციალისტთან, კევინ მორგანთან და ინგლისელ ფიზიოთერაპევტთან, საიმონ ფოუფთან გააფორმა. ორივე მათგანი ბორჯღალოსნებთან მსოფლიოს 2019 წლის დასრულებამდე იმუშავებენ. მორგანი და ფოუფი საქართველოში იანვრის ბოლოს ჩამოვლენ და მუშაობას „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ დაწყებისთანავე შეუდგებიან.