ბატონი მათიკაშვილი არ ვიცი რომელ სასამართლოში მეძებდა, მაგრამ „ბუნკერიდან“ ნამდვილად ვერ დამინახავდა. ბანკი„ქართუს“ საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ ნამდვილად „ბუნკერიდან“ იჭყიტებოდი, ბატონო დავით, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს ბიუროს სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ერთმანეთს წარსული შეახსენეს.
აღნიშნულს დავით მათიკაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მას და გურამ მაჭარაშვილს ყველა ინსტანციის სასამართლო მოვლილი აქვთ და ბესელია იქ არ უნახავთ.