"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა.კალაძის თქმით, თბილისს სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნროგორც მან აღნიშნა „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და იზრუნებს იმ მიზნის განხორციელებაზე, რომელიც მეტ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ყველა უბანს."ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ უკეთესი თბილისისთვის, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში", - განაცხადა კახა კალაძემ წარდგენის დასასრულს.