2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკურ მონაცემებზე ბრიფინგი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შეჯამებული მონაცემები გააცნო. ბრიფინგის დეტალებზე ჟურნალისტი თამთა კაკაურიძე საუბრობს.